შსს-ს ცნობით, ბათუმში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ცხედრების სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებულია და თერთმეტივე გარდაცვლილის ვინაობა დადგენილია.
ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ.
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი - თურქეთის.
დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველიც.