"ლეოგრანდის" ადვოკატი: სასტუმროს მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა

21:40 11-25-2017
120

სასტუმრო "ლეოგრანდის" ადვოკატი კახა წერეთელი აცხადებს, რომ კომპანია სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან და სასტუმროს მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი, უსაფროების ზომების დაცვასთან დაკავშირებით, გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

წერეთლის განცხადებით, თანამშრომელთა სრული შემადგენლობა ამ დროისთვის ადგილზე რჩება. 

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი - თურქეთის.

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე