სალონიკის ეკლესიის მსახური, სქემ მონაზონი, მამა ირინეოს შენგელია, ბათუმში, სასტუმრო ლეო გრანდში მომხდარი ტრაგედიის დროს, ერთ-ერთ გარდაცვლილზე, მორჩილ, ბექა შატაკიშვილზე, სოციალურ ქსელში ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს:
გუშინ ჩემთვის მოგიწერია, მაპატიე ბექა რომ ვერ გიპასუხე, ვერ დაგემშვიდობე, ვერ გაგატანე უკანასკნელი სიტყვა მასთან ვისთანაც გადაინაცვლე ! რამდენი გვისაუბრია შენ სურვილებზე, ბერობაზე, მაგრამ არ იდარდო ჩემო ექვთიმე(სახელი მორჩილების დროს მონასტერში ცხოვრებისას) ! ზოგს გვინდა ანგელოზებრივი ცხოვრება, ზოგნი კი პირდაპირ ხდებით ანგელოზები!
უფალმა ყველა დაღუპულის სული მართალთა თან დააწესოს! - წერს მამა ირინეოსი.
იხ. ფოტოები: