დღეს იუსტიციის საბჯოს შენობაში განიხილავენ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხს. ნაზი ჯანიზაშვილმა მოსამართლეების უვადო დანიშვნის საკითხის განხილვის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
გასაუბრების ვადები ჯერ არ არის ჩანიშნული. საჯარო გახდება, როგორც კი გახდება ცნობილი, როგორც კი ჩაინიშნება ოფიციალურ ვებ-გვერდზე. რაც შეეხება მოსამართლეებს, რომლებიც უკვე არიან უვადოდ დანიშნულები და ამავდროულად იღებენ მონაწილეობას კონკურში, ეს განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მათ გადაწყვიტეს როგორც ჩანს, რომ სხვა სასამართლოებში ვაკანტულ ადგილებზე იყარონ კენჭი და გადავიდნენ სხვა სასამართლოში იმ თანამდებობებზე, რომელიც არის ვაკანტური. მოსამართლეებს შეუძლიათ ერთი ინსტაციიდან სხვა ინსტანციაშიც მოითხოვონ გადასვლა უზენაესის გარდა. აუცილებლათ უნდა გავიაროთ ის პროცედირები რომლებიც არის დადგენილი კანონით და ბუნებრივია ვარ ვალდებული მივყვე ამ პროცედურებს, შესაბამისად წინასწარი შეფასების გაკეთების უფლება არ მაქვს, თუმცა აუცილებლად გამოვალ იმ პრინციპით, რომ დამოუკიდებლად მივიღო გადაწყვეტილება რომელიც კანონის ფარგლებში, რაც იქნება ჩემთვის ხელ მისაწდომი, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.