იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს უვადოდ ასარჩევი მოსამართლეებზე ინფორმაცია ყოფილიყო საჯარო, ხოლო რაც შეეხება ვაკანსიებს, მათ არ დაუჭირეს მხარი.
ჩემს მიერ წარმოდგენილი იყო ინიციატივა, რომელიც გულისხმობდა, რომ საბჭოს ვებ-გვერდზე ყოფილიყო განთავსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია, ასევე მოსამართლეების საერთო როდენობა, ასევე სასამართლოს თავმჯდომარეების, ასევე კოლეგების და პალატების თავმჯდომარეების ინფორმაცია ყოფილიყო შეჯამებული სახით საჯარო, გენდერულ ასპექტებზე მითითებით. საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს რომ მოსამართლეებზე თავმჯდომარეებზე ინფორმაცია ინფორმაცია ყოფილიყო საჯარო, ხოლო რაც შეეხება ვაკანსიებს, მათ არ დაუჭირეს მხარი. და ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში რომ როგორც ჩანს ეს არის საბჭოს წევრებისთვის მნიშვნელოვანი თემა რადგან ვაკანსიების შესახებ არ სურს უმრავლესობას რომ ინფორმაცია იყოს საჯარო. მიზეზად კი ის დასახელდა, რომ ეს საკითხი არ იყო მნიშვნელოვანი, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.
მისი თქმით, ეს საკითხი რომ სხვა წევრის მიერ ყოფილიყო დაყენებული აუცილებლად დადებითად გადაწყდებოდა.
ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი მათი არგუმენტები, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.