მთელი გულით ვგლოვობ ბათუმში ხანძრის შედეგად ადამიანების დაღუპვას - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი წერს.
"მთელი გულით ვგლოვობ ბათუმში ხანძრის შედეგად ადამიანების დაღუპვას. დიდი ტრაგედიაა ოჯახებისთვის, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველოსთვის!"- წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძრის შედეგად 11 მოქალაქე დაიღუპა, აქედან საქართველოს 10, 1 კი ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა.