"მე მგონია, რომ მთელი ქვეყანა გვერდში დამიდგება და ესე არ დავტოვებთ" - ზაურ აბულაძის ძმა

22:28 11-27-2017
1010

"მე მგონია, რომ მთელი ქვეყანა გვერდში დამიდგება და ესე არ დავტოვებთ" - ამის შესახებ სასტუმროში "ლეო გრანდი" ხანძრის დროს გარდაცვლილი ზაურ აბულაძის ძმამ ზაზა აბულაძემ გადაცემაში "ცენზურის გარეშე" განაცხადა. 

"დაღუპულების ოჯახებთან გვაქვს ურთიერთობა. პირადად ჩემი სიტყვებია ეს, გადავეცი ჟურნალისტებს ინფორმაცია: დაველოდები როგორი გზით წარიმართება გამოძიება და თუ ვერ მივიღეთ რაც საჭიროა, მაშინ აქციების ფორმით გამოვხატავთ პროტესტს...პირველი მე ვიქნები ბოლომდე მივიდეს ჩემის ძმის საქმე და არამარტო ჩემი ძმის, არამედ ამ ოჯახების მწუხარება. ვფიქრობ, რომ მთელი ქვეყანა გვერდში დამიდგება და ესე არ დავტოვებთ" - განაცხადა ზაზა აბულაძემ.