"ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ

10:16 11-28-2017
85
თეგები: ლეოგრანდი

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში ხანძრის შედეგად გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ. ხუთ გარდაცვლილს ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. 14:00 საათზე მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი ჩაატარებს.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, მათგან საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი - თურქეთის. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.