ავსტრალია: მელბურნში საახალწლოდ დაგეგმილი ტეროსისტული თავდასხმა აღკვეთეს

11:57 11-28-2017
117
თეგები: ავსტრალია

სამართალდამცავების განცხადებით,მელბრუნში ადგილორივმა  პოლიციამ დააკავა 20 წლის მამაკაცი ,რომელიც გეგმავდა ახალი წლის დღესასწაულზე  ტერორისტული აქტის მოწყობას.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა,რომ 20წლის ახალგაზრდას ბრალი ედება ტერორიზმის დანაშაულში,ავსტრალიაში კი ეს მუხლი ითვალისწინებს სიცოცხლის ბოლომდე თავისუფლების აღკვეთას.

სამართალდამცველები ირწმუნებიან,რომ მელბურნის ცენტრში დამნაშავე ადამიანების სიცოცხლის მოსპობას ავტომატური იარაღით გეგმავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით,დამნაშავის აყვანა მოხდა ორშაბათს მელბურნის გარებუან ვერიბში.

 
“ჩვენ დავამტკიცებთ, რომ იგი მიზნად ისახავდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას და რაც შეიძლება მეტი ადამიანის დახოცვას“, - განაცხადა  პოლიციის კომისარმა ვიქტორი შანი პატონმა.

პოლიციის ინფორმაციით,დამნაშავე ალ -ქაიდასთან მჭიდროდ თანამშრომლობდა და მათგან იღებდა დავალებებს ტერორისტული თავდასხმის ორგანიზებაში.

2014 წლიდან ავსრალიის სამართალდამცვებმა ტერორიზმის ბრალდებით  72 ადამიანი დააკავეს.

შარშან,მელბურნი ქალაქის ცენტრში დაახლოებით 500,000 ადამიანი აღნიშნავდა საახალწლო დღესასწაულს.   ინფორმაციას ტელეკომპანია BBC -ი ავრცელებს