დავით კვირცხალია საავადმყოფოში მოხვდა - „ოპერაციამ კარგად ჩაიარა, უკვე თეატრშიც მივდივარ“ - exclusive

12:03 11-28-2017
625

მსახიობი დავით კვირცხალია საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ გრიშა კაკაჩიას როლის შემსრულებელი, სოციალურ ქსელში თავად წერდა. ამბობდა, რომ გიორგობა საავადმყოფოში გაატარა და მადლობას უხდიდა კლინიკის მომსახურე პერსონალს გულისხმიერებისა და სიყვარულისთვის. ჩვენ ბატონ დავითს დავუკავშრდით.

- ბატონო დავით, თქვენი სტატუსი ვნახეთ ოპერაციასთან დაკავშირებით, მკითხველიც გვირეკავს, შეშფოთებულია თქვენი ამბით...

- სერიოზული არაფერია, გასაშუქებლადაც არ ღირს. მუცლის თიაქარი მქონდა და ოპერაცია დამჭირდა. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა. აი ახლა თქვენ რომ გესაუბრებით, რეპეტიციაზე მივდივარ თეატრში. ცოტა ტკივილები მაქვს, მაგრამ როგორც ექიმები ამბობენ, 2 კვირაში ესეც გაივლის. დიდი მადლობა მოკითხვისთვის თქვენც და თქვენს მკითხველსაც.

- ჩვენს მკითხველს ისიც აინტერეზსებს როდის გამოჩნდებით სერიალში...

- მელოდებიან, ჩემს გამოჯანმრთელებას ელოდებოდნენ და გამოვჩნდები მალე. 

- მაშ, გელოდებით ეკრანზე...

- დიდი მადლობა.

ნინო მჭედლიშვილი

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი