საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის მიმართ დიდი ინტერესია და ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო ინვესტიციების მხრივ საინტერესოა.
,,დიდი კონკურენციაა თუ რომელი ქვეყანა შეძლებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტიციები მოიზიდოს და იმ პროგრამებიდან მიიღოს დაფინანსება, განავითაროს თავისი ინდუსტრია, მრეწველობა. დღეს, რომ ამდენი ქვეყნის ევროპული და აზიური ქვეყნების წარმომადგენლები ცალსახად საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც ინვესტიციები უნდა გაკეთდეს. მიმაჩნია, რომ ეს ბოლო წლებში ჩვენს პოლიტიკაში არსებული ცვლილებების წარმატებაა. მე იმედი მაქვს რომ ამ ორ დღეში გარკვეული პროექტების ჩონჩხი გამოიკვეთება და გამოჩნდება უახლოეს მომავალში რა ნაბიჯები იქნება გადადგმული, - განაცხადა დავით საგანელიძემ.
კითხვაზე ჩაანაცვლებს თუ არა ყარსი ახალქალაქის რკინიგზას აბრეშუმის გზა საგანელიძე ფიქრობს, რომ არა.
,, ეს ორი ალტერნატიული ვარიანტია, რომელიც ერთმანეთს აძლიერებს, არის გარკვეული სახმელეთო გზა, რომელიც რეგიონის სამ ქვეყანას აკავშირებს და აბრეშუმის გზა აზიასა და ევროპას შორის. თუნდაც ყარსი-ახალქალაქის მონაკვეთი ის პოტენციალია, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი მეზობელი ქვეყნებისა და ინვესტორების განაცხადა დავით საგანელიძემ.