მომავალ წელს თვითმფრინავის ნაწილების მშენებელი ქარხანა გაიხსნება - დავით საგანელიძე

12:42 11-28-2017
274

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განცხადებით, თვითმფრინავის ნაწილების მშენებელი ქარხანა საქართველოში მომავალი წლის ბოლოს გაიხსნება.

,,სწორედ გუშინ იყო შეხვედრა, ელბიტის ხელმძღვანელობასთან, ჩამოსულები არიან საქართველოში ამ პროექტთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ თვითონ მშენებლობა მიდის აბსოლუტურად გრაფიკის დაცვით, შენობა ამჟამად დამთავრების სტადიაშია.მისი აღჭურვა ალბათ დაიწყება მომავალ წელს და დაახლოებით მომავალი წლის ბოლოსთვის უკვე არსებობს შეკვეთები, რომელიც ამ ქარხანამ უნდა მიაწოდოს ისეთ გიგანტებს როგორიცაა “ეარბასი”, “ ბოინგი. მომავალო წლის ბოლოსთვის მგონი ყველას გვექნება იმის საშუალება, რომ მის გახსნაზე მოგიწვიოთ", -განაცხადა საგანელიძემ.