“ჩვენ აქ მკვლელებთან ერთად ვიმყოფებით“ აცხადებს საპატიმროში მყოფი ერთ -ერთი კატალონიელი პოლიტიკოსი.
როგორც კი მიხვდა, რომ ეს მისი ახალი სახლი იყო,მან გადაწყვიტა,პრაქტიკების გავლა და აითვისა კალათბურთი ციხის კედლებში - აცხადებს ხორდი სანჩესის ადვოკატი
რვა პოლიტიკოსი,რომლებიც მართავდნენ კატალონიის შვიდ მილიონიან მოსახლეობას,ახლა იძულებულები არიან დახმარება თავიანთ ოჯახებს სთხოვონ, რომ თანხა ჩაურიცხონ ბარათებზე,რადგან მათ შეძლონ ციხის მაღაზიიდან ერთი პაკეტი პეჩენიის ყიდვა.
ისინი ორ სხვადასხვა ციხეში იმყოფებიან. მესამე საპყრობილეში, რომელიც მადრიდთან ახლოს მდებარეობს, იხდის სასჯელს ორი გამოჩენილი დამოუკიდებელი კატლონიელი აქტივისტი: 53 წლის ხორდი სანჩესი და 42 წლის ხორდი კუიხარი.
გამოძიება სანჩესსა და კუიხარს ბრალს სდებს 20 სექტემბერს ბარსელონაში, მათი ორგანიზებით გამართული აქციისას, დემონსტრანტების მიერ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების შენობაში გამოკეტვაში.
“როდესაც ისინი გადაიყვანეს სოტო -დელ-რეალის საპატიმროში რომელიც მადრიდის მახლობლად მდებარეობს,კატალონიელი პოლიტიკოსის დანახვისას ხუთმა თუ ექვსმა პატიმარმა დაიწყო ხმა მაღალი შეძახილები: “დიდება ესპანეთს,დიდება კონსტიტუციას “, - განაცხადა ჯორდი სანჩესის იურისტმა იურისტმა, ხორდი პინამ, “ხორდი სანჩესმა დავვის თანამშრომელს განუცხადა: “შევიდე თუ არა? დაცვის თანამშრომლებმა პატიმრებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს და იგი თავის საპყრობილეში შევიდა.
ამის შემდეგ ორი პატიმარი პოლიტიკოსი ერმანეთს დააშორეს და ცალ -ცალკე განათავსეს საკანში.
ხორდი სანჩესი, მსხვილი ადამიანი რომელიც აკადემიურად გაზომულ ტონში საუბრობს, საკანში მოხუც პერუელ პატიმართან ერთად იმყოფება. ხორდი კუიხარტი,რომლის გრძელი თმა და საყურეები როკ ჯგუფის წევრის შთაბეჭდილებას ტოვებს, ირლანდიელ პატიმართან ერთად იხდის სასჯელს.
კვირაობით, სოტო დელ-რეალის ციხეში ყველა ფრთის პატიმარს ეძლევა საშუალება დაესწროს წირვას ეკლესიაში,რომელიც ციხეში მდებაროებს. ეს შეიძლება იყოს ყველაზე საშიში დრო პოლიტიკოსებზე თავდასხმისთვის,რადგან უკანასკნელ წირვაზე, რომელსაც ხორდი სანჩესი ესწრებოდა,ერთმა პატიმარმა მეორე სასიკვდილოდ დაჭრა.
ორ პატიმრობაში მყოფ აქტივისტს საშუალება ეძლევათ ყოველდღე მოინახულონ ადვოკატები, ყოველ შაბათს კი მათ ოჯახებს ეძლევათ საშუალება 40 წუთიანი ვიზიტით მოინახულონ პატიმრები.
თვეში ორჯერ კი ოჯახის წევრებს საშუალება ეძლევათ პატიმრობაში მყოფი აქტივისტები შუშის მიღმა ნახონ,რადგან აიმაღლონ ოჯახური გარემოება. ასევე შეუძლიათ ზამთრის ტანსაცმლის გადაცემა რადგან საპყრობილეში ღამით გათბობა გამორთულია და საკანში საშინლად ცივა. პატიმრების გადმოცემით ციხის საკვებს “ძაღლებიც კი არ ჭამენ.“
პუჩდემონის მთავრობის რვა ყოფილი წევრის დაკავების გადაწყვეტილება ესპანეთის სასამართლომ 2 ნოემბერს მიიღო.
პუჩდემონი და კატალონიელი ოთხი პოლიტიკოსი ბრიუსელში რჩებიან.
როგორც პუჩდემონი აცხადებს, ის ესპანეთში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს. კატალონიის ყოფილი ლიდერი მხარდამჭერებს მშვიდობიანი აქციებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ კატალონიის დამოუკიდებლობა და მომავალი ესპანეთის გადასაწყვეტი არ არის. ინფორმაციას ტელეკომპანია BBC -ი ავრცელებს