რა შემთხვევაში დააკისრებს ვანო მერაბიშვილის საქმის გამო სტრასბურგი საქართველოს ხელისუფლებას სანქციებს - გოგიჩაიშვილი პასუხობს

21:10 11-28-2017
264

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილისთვის 4 000 ევროს გადახდა დაუწესა, სხვა ვერსიები კი, რომელიც ექსპერთა მიერ ისმის, მხოლოდ სპეკუალციებია.

ამის შესახებ გოგიჩაიშვილმა "იბერიას" თოქშოუში "ცენზურის გარეშე" განაცხადა. 

"სანქციები წესდება მაშინ, როდესაც სტრასბურგის გადაწყვეტილებას არ აღასრულებს სახელმწიფო. თუ არ გადავუხდით მერაბიშვილს 4 000 ევროს, ამ შემთხვევაში მოხდება, ბუნებრივია, სანქცეიბის დაწესება", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.  

ავტორი: ლილუ მიროტაძე