დადასტურებულია, რომ მოკლული ახმედ ჩატაევია - ნინო ბურჭულაძე

21:24 11-28-2017
744

ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე აცხადებს, რომ გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული დამნაშავე, მისი ინფორმაციით, ცნობილი ტერორისტი, ახმედ ჩატაევია.

ამის შესახებ ჟურნალისტმა "ტვპირველის" თოქშოუში 'რეაქცია" განაცხადა.

"ფაქტობრივად, დადასტურებულია, რომ იყო ჩატაევი, თუმცა ველოდებით სუს-ის განმარტებას. იცით, რომ გვამი იყო ძალიან დანაწევრებული და იდენტიფიცირება ჭირს, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ჩატაევია", - განაცხადა ბურჭულაძემ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე