"თუ იმ ბინაში ახმედ ჩატაევი იყო, ის შემოიტყუეს საქართველოში...."- ნანა კაკაბაძე

21:38 11-28-2017
361

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარ სპეცოპერაციამდე სამი კვირით ადრე ადევნდებდნენ დამნაშავეებ თვალყურს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.

როგორც კაკაბაძემ "ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია" განაცხადა, სადარბაზოში დამონტაჟებული იყო სათვალთვალო კამერა, რომელიც დამნაშავეთა ჯგუფის საცხოვრებელ ბინაში შემსვლელ-გამომსვლელებს აფიქსირებდა.

"სუს-მა იცოდა, სანამ ეს სპეცოპერაცია დაიწყებოდა, თითოეული მათგანი ვინ იყო. ხელისუფლებამ ზუსტად იცოდა, ვინ იყო იმ ბინაში და ვინ აფეთქდა. თუ იქ ახმედ ჩატაევი იყო, ის არის შემოტყუებული, ხაფანგი იყო დაგებული, ხელისუფლების ნების გარეშე ის არ მოხვდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. არ ვიცი ამის უკან რა დგას, მაგრამ ის, რომ მან გადმოლახა თურქეთის საზღვარი, სადაც განსაკუთრებულად იძებნება, თან მას აქვს ცალი ფეხი და ცალი ხელი, მთა-მთა და კლდე-კლდე ვერ გადმოვიდოდა", - განაცხადა კაკაბაძემ და აღნიშნა, რომ არ არის დარწმუენბული, რომ ახმედ ჩატაევი იქ იყო, რადგან მისი ახლობლები ამას არ ადასტურებენ. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე