დღეს მე მოვუწოდე ინვესტორებს, მონაწილეობა მიიღონ ლოჯისტიკური ცენტრების ღიად გამოცხადებულ ტენდერებში - ქუმისიშვილი

12:45 11-29-2017
114

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მან დღეს "თბილისის აბრეშუმის ფორუმზე" გამართულ პანელზე ინვესტორებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო ინვესტორებითვის მიმზიდველი ქვეყანაა და ამაში ხელისუფლების დიდი წვლილიცაა. 

"ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა, რომელიც "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს გააჩნია, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვა და სამუშაო ადგილების შექმნაა. ჯერ კიდევ გუშინ შეიხ ნახ ჰიანმა განაცხადა, რომ აპირებს თავისი ინვესტიციები გააორმაგოს. შეიხ ნახ ხიანს დღეს საქართველოში განხორციელებული აქვს 150-200 მლნ დოლარის ინვესტიცია, რაც ნიშნავს იმას, რომ გვექნება დამტებით 150-200 მლნ დოლარის ინვესტიცია. დღეს ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა ინვესტიციებთან, ჩენი ქვეყნის მიმზიდველობასთან დაკავშირებით, 500-მდე კერძო სექტორის წარმომადგენელი იყო იქ და მინდა ავღნიშნო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან მიმზიდველია დაწყებული მაღალი ტექნოლოგიებით და დასრულებული ტრადიციული მიმართულებით, როგორიცაა ტურიზმის მიმართულება. დღეს მე მოვუწოდე ინვესტორებს, მონაწილეობა მიიღონ ლოჯისტიკური ცენტრების ღიად გამოცხადებულ ტენდერებში, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა ჯამშ, 170 მლნ დოლარამდეა. ორი ლოჯისტიკური ცენტრი უნდა აშენდეს, ერთი ქუთაისის მახლობლად და ერთი თბილისის მახლობლად. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ხელს ვუწყობთ სახელმწიფო ინვესტიციებს ბიზნესგარემოთი, საგადასახადო გარემოთი და ყველა იმ პროექტით, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში -"აწარმოე საქართველოში" და ყველა მასთან არსებული პროექტებით", - განაცხადა ქუმსიშვილმა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე