„საპარტნიორო ფონდმა“ ჩინეთის ეროვნული ქიმიური ინჟინერიის კომპანიის (CNCEC) შვილობილ შპს SEDIN Engineering Co-თან სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ხელმოწერის ცერემონიალი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში შედგა.
ოფიციალურ დოკუმენტს ხელი ქართული მხრიდან „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ჩინეთის მხრიდან კი კომპანია SEDIN Engineering Co-ის პრეზიდენტმა ვან ძინჩაომ მოაწერეს.
მემორანდუმის მიხედვით, SEDIN Engineering Co, რომელსაც მდიდარი გამოცდილება აქვს ენერგეტიკის, ნავთობქიმიური, საინჟინრო პლასტმასის, ქვანახშირის, ბუნებრივი აირის დამუშავების, მოპოვებისა და ტრანსპორტირების მიმართულებით, მაქსიმალურად გამოიყენებს თავის შესაძლებლობებს, რათა დადებითი გავლენა მოახდინოს საქართველოში ზემოხსენებული დარგების განვითარებაზე. მხარეები ყველა რესურსით იზრუნებენ თანამშრომლობის პროცესის ხელშესაწყობად, საერთო პროექტების გასაძლიერებლად და მათი ინდუსტრიალიზაციის დასაჩქარებლად.
თავის მხრივ, მიიჩნევა, რომ საქართველოს ქარის, ნედლი ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მდიდარი რესურსი აქვს. 21 სექტემბერს პეკინში გამართული მაღალი დონის შეხვედრის შემდეგ, „საპარტნიორო ფონდი“ სათანადოდ აფასებს კომპანია SEDIN-ის საერთაშორისო საინჟინრო რესურსებს და აღიარებს მის ფართო შესაძლებლობებს ზემოხსენებულ დარგებში. სწორედ ამ შეხვედრის შედეგად, ორივე მხარემ გამოთქვა ქარის ენერგიისა და თხევადი ბუნებრივი აირის მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან დაკავშირებულ კომპანია „CPower”-სა და ერთერთ ყველაზე მსხვილ ჩინურ კორპორაცია „Dongfang electric Corporration”-ს შორის გარაბნის მუნიციპალიტეტში 300 მგვტ ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის პროექტირების შესყიდვისა და მშენებლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალში მიღო მომნაწილეობა.
ჩინეთის ეროვნული ქიმიური ინჟინერიის კომპანიის შესახებ:
ჩინეთის ეროვნული ქიმიური საინჟინრო ჯგუფი (CNCEC) არის ყოვლისმომცველი კორპორაცია, რომელსაც ჩინეთის სახელმწიფო საბჭო განაგებს. მისი ისტორია ჯერ კიდევ 1953 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც ჩინეთის მძიმე მრეწველობის სამინისტრომ მძიმე მრეწველობის დიზაინის ინსტიტუტი და სამშენებლო კომპანია დააფუძნა. მას აქვს პროდუქტიული აქტივები და შესაბამისი ვალდებულებები როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე საზღვარგარეთ -საინჟინრო პროექტების, ტექნოლოგიების კვლევის, პროექტირების სერვის კომპანიებისა და გარემოსდაცვითი დამუშავების მიმართულებით.
CNCEC არის ჩინეთის უძველესი ინდუსტრიული საინჟინრო კომპანია, რომელიც თავის საქმიანობას მთლიანად არგებს ბაზარს და დიზაინის, სამშენებლო საქმიანობისა და ინვესტიციების ინტეგრირებას ახდენს. დღესდღეობით ის უძღვება რამდენიმე საძიებო საპროექტო-საკონსტრუქციო კომპანიას, სამშენებლო კომპანიებს და ელექტროსადგურს - ქვეყნის ფარგლებს გარეთ. CNCEC-ს საქმიანობას ახორციელებს საინჟინრო კონტრაქტების, გადამუშავების ტექნოლოგიების კვლევის, ადგილობრივ და საზღვარგარეთის ბაზრებზე ქიმიური, ნავთობქიმიური, ფარმაცევტული, ენერგეტიკის, ნახშირისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
SEDIN Engineering Co.-ს შესახებ:
შპს SEDIN ჩინეთის ეროვნული საინჟინრო კომპანიაა და არის ჩინეთის ეროვნული ქიმიური ინჟინერიის კომპანიის (CNCEC) შვილობილი. SEDIN-ს ძლიერი საინჟინრო, მართვითი და ფინანსური შესაძლებლობები აქვს. მას მდიდარი გამოცდილება აქვს ენერგეტიკის, ნავთობქიმიური, საინჟინრო პლასტმასის, ბუნებრივი აირის დამუშავების მიმართულებით. SEDIN Engineering Co. 1958 წელს დაარსდა და ძლიერი საინჟინრო, მართვითი და ფინანსური შესაძლებლობები გამოირჩევა. თავისი არსებობის ათწლეულების განმავლობაში, კომპანიამ ძლიერი ტექნოლოგიური შესაძლებლობების წყალობით, 300-ზე მეტი მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროექტი განახორციელა, რომელთაგან 50 სპეციალური პრიზებით არის დაჯილდოებული.