პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ ქორწილის ცერემონიის თარიღი და ადგილმდებარეობა დაასახელეს

13:26 11-29-2017
129

 გუშინ, ცნობილი გახდა, რომ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ, დაადასტურეს, რომ ქორწილის ცერემონია, 2018 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

ჟურნალ elle-ს ინფორმაციით, დღეს წყვილმა, განცხადება გააკეთა, ცერემონიის თარიღის და ადგილმდებარეობის შესახებ. 

ჯვრისწერა, 2018 წლის მაისში, წმ. გიორგის  ხსენების დღეს, უინძორის სასახლეში გაიმართება. ქორწილის ხარჯებს, სამეფო ოჯახი, თავის თავზე იღებს. ცერემონიის ზუსტი თარიღის და და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია, მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

შეგახსენებთ, რომ ჰარი და მერგანი, წელიწადზე მეტია, ერთად არიან. მათ ერთმანეთი, საერთო მეგობრის დახმარებით, წინა წლის ივლისში გაიცნეს. ოქტომბრის თვეში, მერგანმა, სერიალის ფორს-მაჟორის გადაღებები დაასრულა და ლონდონში დაბრუნდა.

ნოემბრის დასაწყისში, კი ჰარიმ შეყვარებულს, ოფიციალური წინადადება შესათავაზა. 

ავტორი: რუსა ღვანიძე