პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა ქვეყანა იქცეს ვაჭრობისა და გლობალური ინვესტიციების რეგიონალურ ცენტრად.
როგორც პრემიერმა "თბილისის აბრეშჲმის გზის ფორუმზე" განაცხადა, მართალია, საქართველო არის შედარებით მცირე ბაზარი გაზრდილი წარმოების მომგებიანობის უზრუნველსაყოფად და მსოფლიოს ბაზრის გათვალისწინებით კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით, მაგრამ წარმოება იძლევა გასასვლელს არა მარტო ადგილობრივ, არამედ 2.3 მილიარდი მომხმარებლის ბაზარზე, რომელშიც საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.
"მათ შორის, ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყნებთან, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრებთან. ყოველივე ზემოთქმული საქართველოს უნიკალურ ქვეყნად აქცევს ამ რეგიონის მასშტაბით. ქალბატონებო და ბატონებო,
ზემოთ ჩამოთვლილი ქმნის რეგიონისათვის საუკეთესო ნორმატიულ და ფიზიკურ ინფრასტრუქტურას ინვესტიციების განსახორციელებლად და მე მოგიწოდებთ, შეისწავლოთ ამ იმედისმომცემი, ახალი ბაზრის შესაძლებლობები.
საქართველო ღიაა გლობალური ბიზნესისთვის. ჩვენ ვთავაზობთ დაბალ ფასებს და ბაზრის მარეგულირებელი ტვირთის სიმსუბუქეს, ასევე ბაზრის ფიზიკურ და ნორმატიულ ხელმისაწვდომობას. დღეს საქართველოში პრიორიტეტულია ინვესტიციები მძიმე და მსუბუქ ინდუსტრიაში, ასევე, ტექნოლოგიებსა და მომსახურებაში. გამოვთქვამთ იმედს, რომ გლობალური ბიზნესები განიხილავენ საქართველოს, როგორც წარმოებისა და სხვა ბაზრებზე დისტრიბუციის საწყის წერტილს.
და ბოლოს, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ ყველა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის გაფართოებასა და გააქტიურებას. ჩვენი მთავრობა მზად არის თქვენი ძალისხმევის მხარდასაჭერად, რომელიც მიმართულია საქართველოში ბიზნესის კუთხით არსებული შესაძლებლობების გამოვლენისა და გამოყენებისკენ.
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში მონაწილეობისთვის. მადლობა „სარტყლისა და გზის“ გაყოლებაზე მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
დიდი მადლობა და ისიამოვნეთ თბილისში გატარებული დროით - ეს ქალაქი არა მარტო ბიზნესის წარმოების, არამედ დროის სასიამოვნოდ გატარების ადგილიცაა" - განაცხადა პრემიერმა.