ქართული ღვინო გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა

10:35 11-30-2017
245

ქართული ღვინო გინესის მსოფლიო რეკორდებში შევიდა. ამის შესახებ გინესის რეკორდების ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

„საქართველოში, თბილისიდან 50 კილომეტრით სამხრეთით, არქეოლოგიურ ძეგლ შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაზე აღმოჩენილი უძველესი კერამიკის ნაშთები შეიცავს ძვ. წ. 6000-5800 წლებით დათარიღებული ღვინის ქიმიურ მტკიცებულებას. მასალები აღმოჩენილი იყო დიდი მოცულობის ჭურჭელში, რომელიც სავარაუდოდ ფერმენტაციისთვის, დაძველებისა და შენახვისთვის გამოიყენებოდა.

 ამ აღმოჩენამდე, ქიმიურად იდენტიფიცირებული უძველესი ღვინო ნაპოვნი იყო ირანში, ჰაჯი-ფირუზ-ტეპეს არქეოლოგიურ ძეგლზე; თარიღდება ძვ. წ. 5400-500 წლებით. საქართველოში აღმოჩენილი ნაშთები 600-1000 წლით უფრო ძველია და მიუთითებს, რომ ღვინის წარმოება ამ ადგილას ჯერ კიდევ 8000 წლის წინ ყვაოდა.

 აღმოჩენა ეკუთვნის პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმის მოლეკულურ არქეოლოგს, პროფესორ პატრიკ მაკგოვერნს, რომელიც ავტორია კვლევისა სახელწოდებით „საქართველოს ადრეული ნეოლითის ღვინო“, რომელიც გამოქვეყნდა 2017 წლის 13 ნოემბერს ონლაინ ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences - წერენ გინესის რეკორდების ვებგვერდზე.