პირველ რიგში, რასაც ჩვენ მოველით უკრაინისგან ეს არის კანონის დაცვა და მისი უზენაესობის პატივისცემა - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელიმ სააკაშვილის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
”მე არ მინახავს ინფორმაცია, რაზეც თქვენ საუბრობთ, თუმცა გეტყვით, რომ უკრაინა ისევე როგორც საქართველო ჩვენი პარტნიორია და ამერიკის შეერთებული შტატები მისთვის ახორციელებს ინვესტიციებს. პირველ რიგში, რასაც ჩვენ მოველით უკრაინისგან ეს არის კანონის დაცვა და მისი უზენაესობის პატივისცემა. ნებისმიერ პიროვნებასათან დაკავშირებით ნებისმიერი სამართლებრივი საკითხი სამართლიანად და კანონის დაცვით უნდა გადაწყდეს,”-განაცხადა იან კელიმ.