53 ნაძვის ხე და 12 ათასი სათამაშო - თეთრი სახლი მელანია ტრამპის დიზაინით შობის დღესასწაულისთვის მორთეს (ვიდეო)

12:53 11-30-2017
2629
აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის დიზაინით, პრეზიდენტის რეზიდენცია, შობის დღესასწაულისთვის მორთეს. მელანიამ, ფეისბუქის გვერდზე, ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. რომელიც თეთრ სახლში გამართულ საშობაო ტრადიციების 200 წლისთავს ეძღვნება.
 
ყველაზე დიდი სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც ტელეკომპანია ВВС-ის  წევრებს მიუძღვნეს, ლურჯ ოთახში მოათავსეს. მისი სიმაღლე 5,5 მ-ია.
თეთრი სახლის პრეზიდენტის რეზიდენცია, 53 ნაძვის ხის დეკორაციებით მორთეს, რომელსაც 18 ათასი ფანარი, 12 ათასი სათამაშო, 3 ათასი ბაფთა და 300 მეტრი სიგრძის გირლანდი ამშვენებს.
 
როგორც  საინფორმაციო პორტალი ამერიკის ხმა იუწყება, ამერიკის პრეზიდენტის რეზიდენციის დეკორაციების აწყობაში, 29 ქვეყნის, 150 მოხალისე მონაწილეობდა, რომლებიც, 1600 საათი მუშაობდნენ.   
 
იხ. ვიდეორგოლი:
ავტორი: რუსა ღვანიძე