აფგან მუხთარლის პირველი კომენტარი საქართველოდან გაუჩინარების შემდეგ

16:20 11-30-2017
274

ეს არ არის პროცესი, ეს არის კომედია, - ასე შეაფასა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ მისი სასამართლო პროცესები. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია ”რუსთავი 2“ ავრცელებს. აზერბაიჯანში, ბელაქანის ოლქში დღეს ჟურნალისტის სასამართლო პროცესი გაიმართა. 

აფგან მუხთარლის ადვოკატმა პროცესზე 9 შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა, რომელიც ბრალდებულის ადვოკატის გვერდით ჯდომას ეხებოდა. დანარჩენი რვა შუამდგომლობა, მათ შორის საზღვარზე არსებული ვიდეომასალის საქმისთვის დართვა, ექსპერტიზის ჩატარება მტკიცებულების სახით ამოღებულ ფულზე, არ დაკმაყოფილდა.

„აფგან მუხთარლი იძიებდა მმართველი ხელისუფლების კორუფციულ სქემებს და აქვეყნებდა მას. თვლის, რომ მისი დაკავების მიზეზი სწორედ ეს არის. დღეს რამდენიმე შუამდგომლობა დავაყენეთ, მათ შორის იმაზე, რომ სისხლის სამართლის საქმე მტკიცებულებების არარსებობის გამო დასრულებულიყო. საქართველოს პრეზიდენტის 11 სექტემბერს გაკეთებული განცხადება, ასევე ევროპარლამენტის დეპუტატების მიერ მიღებული რეზოლუცია მოწმობს, რომ აფგან მუხთარლი იყო მოტაცებული საქართველოდან. ჩვენ ვთვლით ჩვენი ეს მტკიცებულებები საკმარისზე მეტია, თუმცა სასამართლომ ისინი მხედველობაში არ მიიღო“, - განაცხადა აფგან მუხთარლის ადვოკატმა ნიმათ კარიმლიმ.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე