ვდებთ პირობას, რომ მარიხუანას მოწევა, მოხმარება იქნება ლეგალური (ვიდეო)

16:36 11-30-2017
74

"გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „გირჩის“ სარჩელთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელშიც მოქალაქე გივი შანიძე მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას ითხოვდა და დღეს დააკმაყოფილა. 

"გილოცავთ, დღეს არის ისტორიული, უმნიშვნელოვანესი დღე და საქართველოში ვარჩევთ ორ რაღაცას - კანაფის მოხმარება დღესვე არის ლეგალური, თუ რამდენიმე კვირაში გახდება ლეგალური, შეთანხმებულები ვართ, რომ დეკრიმინალიზებულია. აუცილებლად ვდებთ პირობას, რომ თუ ეს არის ამ პერიოდში, აუცილებლად იქნება ცოტა ხანში მარიხუანას მოწევა, მოხმარება ლეგალური", - განაცხადა ხვიჩიამ. 

 



ავტორი: ლილუ მიროტაძე