ადგილობრივი ტელეკომპანიის ინფორმაციით გუშინ ბარსელონის გარეუბანში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. პოლიცია გამორიცხავს ტერაქტს და უკავშირებს კრიმინალური დაჯგუფების მხრიდან შურისძიებას.
აფეთქება ვილადეკანსის მუნიციპალიტეტში,პარკინგზე მოხდა. შემთხვევის შედეგად ორი ავტომობილი აფეთქდა. უახლოესი ოთხი სახლის მაცხოვრებლების ევაკუაცია მოხდა. ექსპერტები დაზიანების ხარისხის დადგენაზე მუშაობენ.
გამოძიების მონაცემებით, გარდაცვლილი კრიმინალური კლანების წინააღმდეგ ბრძოლაში იყო ჩართული.