ირანში მორიგი მიწისძვრა დაფიქსირდა

12:17 12-01-2017
81
თეგები: ირანი

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 6:30 საათზე დაფიქსირდა და მათი სიძლიერე 6.3 მაგნიტუდას შეადგენდა. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი, ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ კერმანის მახლობლად მდებარეობდა.

ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა ან დაშავებულების შესახებ. ასევე უცნობია, გამოიწვია თუ არა სტიქიურმა უბედურებამ ნგრევა.

შეგახსენებთ, ბოლოს ირანში ძლიერი მიწისძვრა 12 ნოემბერს მოხდა მიწისქვეშა ბიზგემის მაგნიტუდა 7.7 შეადგინა,500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 8000 -ზე მეტი კი დაშავდა.

რამოდენიმე დღის წინ ამერიკელმა გეოლოგებმაგამოაქვეყნეს ანგარიში,სადაც ვარაუდობენ,რომ 2018 წელს ძლიერი მიწისძვრების რაოდენობა გაიზრდება,განსაკუთრებით კი ეკვატორის გასწვრივ. შეგახსენებეთ,რომ ამ ტერიტორიაზე 1 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.