დედოფალი, ელისაბედ მეორე პრინცი ჰარის ქორწილის ცერემონიას არ დაესწრება

12:21 12-01-2017
1797

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ქორწილი, მომავალი წლის გაზაფხულზე დაინიშნა. ამ მნიშვნელოვან ფაქტს, მსოფლიო პერსა და სოციალური ქსელები ყურადრებით ადევნებენ თვალს.  მიუხედავად იმისა, რომ ცერემონიამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა დარჩენილი, ბრიტანელები, დიდი ინტერესით განიხილავენ, მომავალ ქორწილს. 

ჟურნალ ELLE-ს ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ დედოფალი, ელისაბედ მეორე, რომელმაც ქორწინება დალოცა,  შვილიშვილის ცერემონიას არ დაესწრება.  

რეალური მიზეზი, ბრიტანეთის ტრადიციებია - საქმე იმაშია, რომ დედოფალი, ანგლიკანური ეკლესიის ხელმძღვანელია, რომელიც განქორწინებების წინააღმდეგია. 

მერკლი, ერთხელ იყო  უკვე გათხოვილი, დედოფალი, კი ტრადიციებს, დიდ პატივს სცემს. 

მარკლი კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია, მაგრამ იმისთვის, რომ ჰარის ცოლად გაყვეს, ანგლიკანურ მრევლს შეუერთდება, მაგრამ არც ეს იქნება საკმარისი სიტუაციის გამოსასწორებლად.  

ინფორმაცია, დედოფლის შესახებ, სავრაუდოდ, სიმართლეა - ელისაბედ მეორე, ამავე მიზეზით, არ დასწრებია ვაჟის,  ჩარლზის ქორწილს, 2005 წელს, როდესაც ის, პრინცესა დიანას გაეყარა და კამილა პარკერ ბოულზზე დაქორწინდა. თუმცა ელისაბედი, შვილის ქორწილის საპატივსაცემოდ გამართულ მიღებაზე, იმყოფებოდა.

   

ავტორი: რუსა ღვანიძე