"შურისძიებას არ გამოვრიცხავ..." - ნაჭყებია სპეცოპერაციისას ახმედ ჩატაევის ლიკვიდაციის მოსალოდნელ შედეგებზე

15:30 12-01-2017
446

„ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის“ დირექტორი ბადრი ნაჭყებია ფიქრობს, რომ გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევის გამო, შესაძლოა შური იძიონ.

როგორც ნაჭყებიამ "პრაიმტაიმტან" საუბარში აღნიშნა, შესაძლოა შურისძიება თავად "ისლამურმა სახელმწიფოს" ლიდერებმა არ დაგეგმონ, თუმცა არის საშიშროება, რომ ის ორგანიზებული ჯგუფების მიერ დაიგეგმოს.

„ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის“ დირექტორმა  მაგალითად სან-ფრანცისკოში მომხდარი ტერაქტი დაასახელა, რომლის ავტორებიც მოხუცი ცოლ-ქმარი იყო.

რაც შეეხება იმას, რატომ იმყოფებოდა ჩატაევი საქართველოში, ნაჭყებია ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების ლოკაციების შეცვლაა. 

"თვითონ ჩატაევი პიროვნება ისლამური სახელმწიფოს წევრია. დაიწყო "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების ლოკაციების შეცვლა. არ არის გამორიცხული, რომ საქმე გვაქვს ახალ სქემასთან დაკავშირებით, ვიღაცას ერთი ქვეყანმა ერგო, ვიღაცას მეორე. სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული ადამიანები ალბათ დაინტერესებულები იყვნენ ჩრდილოეთკავკასიაში გადასვლით, რომლისკენაც გზა საქართველოზე გადის. არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში ან აზერბაიჯანში იატაკქვეშეთში გადასვლას", - აღნიშნა ნაჭყებიამ.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ნინო გიორგობიანმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია. 

ინფორმაცია დადასტურებულია ექსპერტიზის შედეგით. ნინო გიორგობიანის თქმით, ახმედ ჩატაევმა ბინაში თავი აიფეთქა. 

 

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე