"ქართულ ოცნებას" ჩატაევის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის უნდოდა - რომან გოცირიძე

15:45 12-01-2017
165

"ნაციონალური  მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე თვლის, რომ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის ცნობილი ტერორისტის ახმედ ჩატაევის იდენტიფიცირება საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობას ამძიმებს.

როგორც გოცირიძემ განაცხადა, ქართული ოცნების" ხელისუფლება ნებისმიერ დამნაშავეს შეეკვრებოდა, ოღონდ ხელი დაედო მაშინდელი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებისთვის.

"ის, რომ ეს არის ჩატაევი, მნიშვნელოვნად ამძიმებს საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობას, ვინაიდან ჩატაევი არის ამ ხელისუფლების პროდუქტი. ის გაანთავისუფლა პროკურატურამ. და ფაქტობრივად, ამის შემდეგ მოაწყო მანდ ტერორისტული აქტები. "ქართული ოცნების" ხელისუფლება ნებისმიერ დამნაშავეს შეეკვრებოდა, ოღონდ ხელი დაედო მაშინდელი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებისთვის, თუნდაც ეს ყოფილიყო ცილისწამება. მათ უნდოდათ ჩატაევის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის, თითქოს ლაფანყურის სპეცოპერაციაში უდანაშაულო იყო და ამით ლაფანყურის სპეცოპერაციისთვის ჩირქის მოცხება უნდოდათ", - განაცხადა გოცირიძემ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე