ირაკლი აბესაძე ფიქრობს, რომ სპეცოპერაციასთან დაკაშირებით, მეტი ბუნდოვანება გაჩნდა

15:59 12-01-2017
136

"ევროპული საქართველოს" დეპუტატი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ერთ კვირაზე მეტი გავიდა გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარი სპეცოპერაციიდან და ხელისუფლებამ დაადასტურა მხოლოდ და მხოლოდ ის ფაქტი, რაც საზოგადოებამ პირველივე დღიდანვე იცოდა, რომ სპეცოპერაციის დროს ერთ–ერთი ლიკვიდირებული იყო ახმედ ჩატაევი.

შესაბამისად, აბესაძის თქმით, კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება და კითხვის ნიშნები გაჩნდა იმ საკითხთან მიმართებაში.

"როგორ მოხდა თავის დროზე და რა პოლიტიკური პროცესის შედეგი იყო ქართული ციხიდან ახმედ ჩატაევის გაშვება? როგორ შემოვიდნენ ტერორისტები საქართველოს ტერიოტირზე რამდენი ხნის განმავლობაში იყვნენ საქართველოში? რამდენი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ სამართალდამცველები? შემოიტანეს ის იარაღები, თუ შეძენა მოხდა საქართველოში? არის ძალიან ბევრი და უმნიშვენელოვანესი კითხვები, რაზეც პასუხი არ მოგვისმენია. ეს არ აინტერესებს მხოლოდ ოპოზიციას, არამედ აშშ–ის ელჩმაც განაცხადა, რომ განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ შემოვიდნენ ეს ადამიანები საქართველოში. ეს არის კითხვები, რასაც საჯაროდ უნდა გასცეს პასუხი სუს–მა. ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს იუსტიციის მინისტრისგან, ასევე სუს–ის ხელმძღვანელისგან, რომ პარლამენტში, საჯარო მოსმენის ფარგლებში გასცენ ყველა ამ შეკითხვას პასუხი“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე