სკარლეტ იოჰანსონი "ბოიფრენდთან" ერთად პირველად წარსდგა პუბლიკის წინაშე

16:33 12-01-2017
272

ჰოლივუდის მსახიობი, სკარლეტ იოჰანსონი და კოლინ ჟოსტი, ოფიციალურ ღონისძიებაზე, ერთად პირველად წარსდგნენ. წყვილი, არც მანამდე მალავდა ურთიერთობას, მაგრამ, საღამოს წვეულებებზე, სკარლეტი, რატომღაც მარტო ჩნდებოდა. ამჯერად, გუშინ საღამოს, ნიუ-იორკის მუზეუმში, გალა-ვახშამზე, წყვილი ერთად დააფიქსირეს.  

ჟურნალ ELLE-ს ინფორმაციით, 33 წლის მსახიობი, წვეულებაზე, Yves Saint Laurent ის დიზაინის წითელი ფერის, აბრეშუმის კაბაში პოზირებდა. ფოტოგრაფების თვალს არ გამოპარვია, რომ სკარლეტი წვეულებაზე, ბოიფრენდს,  გვერდიდან არ მოშორებია. წყვილი  საღამოზე, ერთმანეთს ეფერებოდა, მხიარულობდა და კამერების წინ იღიმებოდა.  

მსახიობის რომანი, 35 წლის ტელეშოუს Saturday Night Live-ის სცენარისტთან, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გავრცელდა წყვილის ფოტოები,  სადაც ისინი ერთმანეთს კოცნიდნენ. ეს ის პერიოდია, როცა სკარლეტს, მის ყოფილ მეუღლესთან, რომან დორიაკთან, განქორწინების პროცესი ჰქონდა. 

შეგახსენებთ, რომ ამ ქორწინებიდან, სკარლეტს გოგონა, 3 წლის როუზ დოროტი ჰყავს. 

ავტორი: რუსა ღვანიძე