ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდის მოსანახულებლად იმყოფებოდა.
როგორც სოფრომაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადეა, 16 წლის პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
მას რამდენიმე უმძიმესი ჭრილობა აქვს მიყენებული. შეიძლება ითქვას, რომ ერთი სასწაული რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა უკვე მოახდინეს - გაჩერებული გულის პრიობებში ჰერმოდინამიკული მაჩვენებლების დარეგულრიება შეძლეს. ამჟამად მიმდინარეობს ოპერაცია. რამდენიმე პროფილის ქირურგი აკეთებს ოპერაციას ერთდროულად. მძიმეა მდგომარეობა, თუმცა იმედს არ კარგავენ. რომ არა პატრულის და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადების კარგი მუშაობა, დავკარგავდით მოზარდს, - განაცხადა სოფრომაძემ.