99 %-ით დარწმუნებულები ვიყავით რომ ეს იყო ახმედ ჩატაევი - ამის შესახებ პანკისის ხეობის მკვიდრმა მექა ხანგოშვილმა გაცემაში "ცენზურის გარეშე" განაცხადა. მისივე თქმით, პანკისელი ქისტები ამაყები არიან, რომ ამ უბედურებაში ქისტების გვარი არ არის.
"99 %-ით დარწმუნებულები ვიყავით რომ ეს იყო ახმედ ჩატაევი, გამომდინარე იქიდან რომ კადრებში ჩანდა მხოლოდ ამ ადამიანის თავი და ასევე პროთეზი, ამან დაგვარწმუნა რომ ეს იყო ახმედ ჩატაევი. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, ტრავმირებულები ვართ საქართველოს მოქალაქე ქისტები, ეთნიკური ჩეჩნები და საერთოდ მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მშვიდად სრულიად მთელი კავკასია არ არის. თავისთავად სიმშვიდე მთელ მსოფლიოში არ არის და გარანტია არავის არ აქვს იმის რომ დღეს რაც ჩვენს თავს არის ხვალ სხვასთან არ მოხდება. მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებულად მძიმე დღეები დგას და მიუხედავად, ყოველივე ამ მძიმე მოვლენებისა პანკისელი ქისტების სიამაყე დაგვრჩა, რადგან ჩვენი მოქალაქე პანკისელი ქისტი ამ საუბედური შემთხვევაში არ მონაწილეობდა. ამაში 100 % დარწმუნებულები ვიყავით და მადლობა უფალს რომ ქისტების გვარი ამ უბედურებაში არ არის" - განაცხადა ხანგოშვილმა.