მაიკლ ფლინმა დანაშაული აღიარა

10:56 12-02-2017
144

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ფედერალურ სასამართლოში თქვა, რომ დაკითხვაზე შეგნებულად იცრუა.

მაიკლ
ფლინს მოსამართლე რუდოლფ კონტრერასმა ჰკითხა, სურდა თუ არა დამნაშავედ თავის აღიარება, რაზეც მიიღო პასუხი დიახ.

 

აშშ -ს ყოფილმა მრჩეველმა მაიკლ ფლინმა თანამდებობა თებერვალში დატოვა. პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, დონალდ ტრამპის მიერ ოფისის დაკავებამდე, გარდამავალ პერიოდში, რუსეთის ელჩთან, სერგეი კისლიაკთან შეხვედრის საქმეზე დაკითხა. დაკითხვაზე ფლინი უარყოფდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე და ასევე უარყოფდა რუს დიპლომატთან საუბარ. ინფორმაციაც ტელეკომპანია BBC -ი ავრცელებს