უნდა ვიფიქროთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომავალში საქართველოს ევროკავშირთან დასაახლოებლად - იანოშ ჰერმანი

10:16 12-04-2017
87

ევროიკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი აცხადებს, რომ ევროკავშირის ვალდებულებაა არა მარტო დაინახოს, არამედ აღიაროს ის მიღწევები, რომელიც საქართველოს აქვს.

ამის შესახებ ელჩმა პარლამენტში საერთაშორისო კონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობაზე საუბრისას აღნიშნა.

"ამავე დროს უნდა ვიფიქროთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომავალში საქართველოს ევროკავშირთან დასაახლოებლად. ჩვენ გავაგრძელებთ ფიქრს იმაზე, რა გავაკეთეთ, რას მივაღწიეთ და რა უნდა გავაკეთოთ მომავალში",- განაცხადა ელჩმა.

საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას დღეს და ხვალ მასპინძლობს. ღონისძიების მიზანია ევროკავშირთან ინტეგრაციის, როგორც ქვეყნის რეფორმირების ხელშეწყობის მექანიზმის განხილვა, ევროინტეგრაციის შედეგად მიღებული ცვლილებების დადებითი მხარეების და ამ გზაზე არსებული გამოწვევებზე მსჯელობა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე