ციანიდის საქმის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე სოციალურ ქსელში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ეხმაურება.
„ნეტავ რატომ უკვირს ამ საზოგადოებას, რომ არ თანმაშრომლობენ სამართალდამცავებთან მოწმები? ციანიდით გარბოდა კაცი ბერლინში და რატომ თქვი ვინ გეკითხებოდაო, თქვენ არ მეუბნებოდით და მლანძღავდით ბოლო ერთი წლის მანძილზე??“ - წერს ჟურნალისტი ფესიბუქის საკუთარ გვერდზე.