მას შემდეგ, რაც მინიმალური საწყისი ოფიციალური ინფორმაცია გახდება ცნობილი, სავარაუდო სცენარებზე შეიძლება მსჯელობა.- ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ალაფიშვილმა "პრაიმტაიმს" მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტის შეფასებისას განუცხადა. მისივე თქმით, თუკი სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დადგება, მაშინ ეს პროცესი უკრაინის სასამართლო პროცედურების გარეშე ვერ წარიმართება.
"ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით, მით უმეტეს რომ პროცესები უკრაინაში მიმდინარეობს და საქართველოში როგორ წარიმართება ამაზე დღეს მსჯელობა რთულია, იმის გათვალისწინებით, რომ პროცედურები უნდა წარიმართოს და დასრულდეს უკრაინაში. საგამოძიებო ორგანოებისა პროცედურების გარდა, სასამართლო პროცედურები იქნება გასავლელი. მას შემდეგ, რაც მინიმალური საწყისი ოფიციალური ინფორმაცია გახდება ცნობილი, სავარაუდო სცენარებზე შეიძლება მსჯელობა. დღეს, ამ მომენტისთვის მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით, საქართველოში პერსპექტივაზე საუბარი იქნება მხოლოდ მას შემდგომ საწყისი საგამოძიებო ინფორმაცია გახდება ცნობილი. თუკი ექსტრადირების საკითხი დადგება, მაშინ ეს პროცესი უკრაინის სასამართლო პროცედურების გარეშე ვერ წარიმართება. ეს პროცესო დროში გაწელილი იქნება", - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.