90-იანი წლების ერთ-ერთი ცნობილი სუპერმოდელი, ნაომი კემპბელი, გუშინ The British Awards-ის პრემიის ცერემონიაზე, დედასთან ერთად წარსდგა.
მიუხედავად იმისა, რომ მოდელი 47 წლისაა, დედა, ვალერი მორისი კი, 66-ის, დედა-შვილი ბრწყინვალედ გამოიყურება. ცხადია, მარადიული სილამაზის საიდულოს ფლობენ. გარდა ამისა, რთული გამოსაცნობია, რომელია დედა და რომელი შვილი.
როგორც ცნობილია, ნაომი, ჯანმრთელი ცხოვრების ფანატია.
ცნობილია, რომ ფიზიკური მომხიბვლელობა, დაკავშირებულია კარგ გენეტიკასთან - სილამაზე გენეტიკურად გადადის.
ნაომი, ბრწყინვალე ფორმაშია, მაგრამ ფაქტია, რომ მიზეზი, მისი კარგი გენეტიკაა. გენები - 90%-იანი წარმატების მაჩვენებელია.