,, წითელი ჯვარის" განმარტება ,,იბერიას" ექსკლუზივზე - ჩატაევის მეუღლე ცხედრის სირიაში გადასვენებას ითხოვს

14:31 12-06-2017
1168

ჩატაევის ოჯახი წითელ ჯვარს დახმარებას თხოვს. კონკრეტულად, ახმედ ჩატაევის მეუღლე ჩატაევის ცხედრის სირიაში გადაყვანას მოითხოვს.

ამ საკითზე, წითელ ჯვარში დამატებით კომენტარს აკეთებენ. მაია ქარდავა - წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი:

,,ნებისმიერ საკითხზე, როცა ოჯახი მიმართავს წითელ ჯვარს მოთხოვნით, ჩვენ, ამ შუამდგომლობით მივმართავთ ხელისუფლებას და ის მიიღებს გადაწყვეტილებას.

დეპუტატების თქმით, ეს საკითხი ნდობის ჯგუფზე განიხილეს. იბერიას ინფორმაციით, ახმედ ჩატაევის მეუღლეს, საქართველოში შემოსვლა და ცხედრის სირიაში გადასვენება სურს.



ავტორი: რუსა ღვანიძე