“ღირსების მანიფესტაცია” - რუსთაველზე ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია დამთავრდა. პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენებს აპროტესტებდნენ.
ზაალ უდუმაშვილის თქმით, უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე მთავრობას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია და ეს არის ქვეყნის სირცხვილი. მისი თქმით მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ოლიგარქიული შეთანხმებაა. უდუმაშვილის თქმით სააკაშვილი მიდის გამარჯვებისკენ.