რუსეთს აწყობს დესტაბილიზაცია, მორიგი რევოლუცია, სროლა და უბედურება უკრაინაში და ამას აუცილებლად გამოიყენებს საზღვრის გადმოწევისთვის - ამის შესახებ რამიშვილმა გადაცემაში "ცენზურის გარეშე" განაცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი იყო ძალიან მცირე.
"რა ბრალდებას უყენებს უკრაინული ხელისუფლება სააკაშვილს? მას აბრალებენ და ამის დამამტკიცებელი საბუთებიც აქვთ, რომ ის ფულს იღებდა რუსეთში მყოფი უკრაინელი ოლიგარქებისგან, რომელიც უკრაინის წინა პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი იყო. ვის აწყობს ყველაზე მეტად არეულობა? წინა რევოლუცია, როდესაც იყო, რუსეთმა ყირიმი წაიღო. ეს ამბავიც ისე ჩანს, რომ გარკვეულწილად ნებსით თუ უნებლიეთ და ჩემი აზრით ავანტიურა სააკაშვილის სტილშია, რუსეთის თამაშიც არის. რუსეთს აწყობს დესტაბილიზაცია, მორიგი რევოლუცია, სროლა და უბედურება უკრაინაში და ამას აუცილებლად გამოიყენებს საზღვრის გადმოწევისთვის"- განაცხადა რამიშვილმა.