ევროკავშირი ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს

10:51 12-07-2017
479

დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. ამის შესახებ პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და უკვე გასცა ბრძანება საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადატანის შესახებ. ევროკავშირისთვის ტრამპის განცხადება შეშფოთების მიზეზი გახდა. 

ევროკავშირი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ამერიკის შეერთებული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იერუსალიმთან დაკავშირებულ განცხადებაზე, რამაც შეიძლება მშვიდობაზე სერიოზული გავლენა მოახდინოს. ევროკავშირის პოზიცია უცვლელი რჩება. ორივე მხარის მისწრაფებები უნდა შესრულდეს და აუცილებლად უნდა მოინახოს მოლაპარაკებების გზა, რათა ორივე სახელმწიფოს მომავალი დედაქალაქის სტატუსი გაირკვეს. 

ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები განაგრძობენ იერუსალიმის საერთაშორისო კონსესუსის პატივისცემას, სანამ იერუსალიმის სტატუსი საბოლოოდ არ გაირკვევა. ევროკავშირი მოუწოდებს ყველას გამოიჩინონ სიმშვიდე და თავშეკავება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი ესკალაცია. აქცენტი უნდა გაკეთდეს მოლაპარაკებების პირობების შექმნაზე, რათა იერუსალიმის სტატუსი საბოლოოდ გადაწყდეს. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს ამ პროცესს', - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.