ნატკენი მხრის მიუხედავად, ზაზა ფაჩულიამ NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში მონაწილეობა მიიღო, თუმცა “შარლოტთან” შეხვედრის მე-5 წუთზე მოედანი დატოვა და აღარ დაბრუნებულა.
კალათბურთის ფედერაციის ცნობით, სავარაუდოდ, ქართველმა ცენტრმა თავი არაკომფორტულად იგრძნო და მწვრთნელებმა ის დაასვენეს.
5 წუთში ფაჩულიამ 3 მოხსნა მოაგროვა, 1 ბურთი ააცილა და 1 დაკარგა. “გოლდენ სტეიტი” თამაშობდა ტრავმირებული სტეფ კარისა და დრეიმონდ გრინის გარეშე, თუმცა კევინ დიურანტის სამმაგი დუბლის (35 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი) მაინც მოახერხა “შარლოტის” სტუმრად დამარცხება – 101:87.