აშშ-ს მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას თურქეთში, ღაზაში და იორდანიაში პროტესტი მოჰყვა - ქუჩაში ასობით ადამიანი გამოვიდა.
პალესტინის სუნიტური-ისლამისტური ფუნდამენტალური მოძრაობა, ჰამასი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებით, მან ჯოჯოხეთის კარიბჭე გააღო.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-ს საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადავა.