საპატრულო პოლიცია სკოლის მიმდებარე ტერიტორიას გააკონტროლებს - განათლების მინისტრი

13:26 12-07-2017
97

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საპატრულო პოლიცია სკოლის მიმდებარე ტერიტორიას გააკონტროლებს.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, კონკრეტულად როგორი იქნება საპატრულო პოლიციის მარშრუტი. 

"საპატრულო პოლიციის დანიშნულება იქნება სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, როდესაც მოსწავლეები სახლებში ბრუნდებიან. უწყებათშორისი ჯგუფი უკვე შეიკრიბა, კონკრეტული დეტალები, როგორ მხოდება პატრულირება, გაცნობებთ. ჩვენი მიზანია, რომ უკლებლივ ყველა კსოლა იყოს უსაფრთხო და საქართველოს მასთაბით გაკონტროლდეს. როგორი მარშრუტი იქნება პატრულირების, ამაზე მიდის მუშაობა", - განაცხადა ჩხენკელმა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე