ოფიციალური მოსკოვი სერიოზულად აღშფოთებულია ვაშინგტონის მიერ ისრაელში საელჩოს იერუსალიმში გადატანის განზრახვით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
„მოსკოვმა ვაშინგტონის განცხადება სერიოზული აღშფოთებით მიიღო. ჩვენ იმ მოცემულობიდან გამოვდივართ, რომ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის საიმედო დარეგულირება მიღწეულ უნდა იქნას საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად, რომლებიც ითვალისწინებენ პალესტინის ტერიტორიების სტატუსის ყველა ასპექტის მოგვარებას, მათ შორის იერუსალიმის სენსიტიური საკითხის მოგვარებას“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.