ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა, საქართველოს ოფიციალური პოზიცია მოზომოლი უნდა იყოს.
როგორც ანალიტიკოსმა პრაიმტაიმს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა დაივიწყოს, რა ურთულოეს სამეზობლოში ვცხოვრობთ.
საქართველოს პოზიცია ამ შემთხვევაში უნდა იყოს ძალიან მოზომილი. დაველოდოთ მსოფლიოში განვითარებულ სხვა ტენდენციებს, თუმცა როგორც ჩანს, გაერო, ევროკავშირი და ევროპის ცალკეული ლიდერები, ეწინააღმდეგებიან ამ გადაწყვეტილებას ისევე, როგორც რუსეთი. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს სამეზობლოში. გარშემო გვყავს მუსლიმი მეზობლები, თუ მეგობრები, ვგულისხმობ თურქეთს, ირანს აზერბაიჯანს და ვიცით, რომ ტრამპის ამ გადაწყვეტილებამ დიდი უკმაყოფილება გამოწივია მუსლიმურ სამყაროში. ასე, რომ ძალიან მოზომილები უნდა ვიყოთ, არ ვიჩქაროთ. რაც შეეხება იმ დეპუტატს, მეტ პასუხისმგებლობით ვურჩევდი მოეკიდოს თავის საქმეს და ღია წერილებით მიმართვას შეეშვან, გუნდურად იმუშაონ, კულუარულად, - განაცხადა აბაშიძემ.
რაც შეეხება ტრამპის გადაწყვეტილებას, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ გლობალურად, ეს დაძაბავს სიტუაციას.
უკვე ვხედავთ, რომ ისრაელში გამოაცხადეს პალესტინის პოლიტიკურმა პარტიებმა დაპირისპირებაზე, ქუჩის დაპირისპირება იყო პოლიციასთან, ეს იქნება საკმაოდ ცუდი რეგიონისთვის. ისრაელ-ამერიკის პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდა, მაგრამ როგორც ამერიკელი პოლიტიკოსები და ანალიტიკსოები აცხადებენ, ტრამპმა უფრო დათმო და ჩვენ ამით წავაგეთო. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. იმედი ვ იქონიოთ, რომ ეს ფართომასშტაბიან ესკალაციაში არ გადაიზრდება, თუმცაღა გაჭირდება პალესტინისა და ისრაელის ერთ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა და საერთო, სახელმწიფოებრივი თანაცხოვრების განხილვა, - განაცხადა აბაშიძემ.
დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა და განაცხადა, რომ აშშ-ს საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადაიტანს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა თურქეთში, ეგვიპტეში, საუდის არაბეთში. პალესტინის ქუჩებში უკვე არეულობაა. მოსახლეობა ტრამპის განცხადებას აპროტესტებს.