"ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის მერიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

12:40 12-08-2017
479

საახალწლო განათებებზე თბილისის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯის მიზნობრიობის გამოძიების მოთხოვნით "ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურას მიმართავს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა "პრაიმტაიმს" განუცხადა, ის საგამოძიებო უწყებას პირდაპირი წესით, ტენდერის გარეშე გაფორმებული ხელშეკრულების შესწავლას თხოვს.

რატომ გაფორმდა ხელშეკრულება მილანური წარმოშობის კომპანიასთან და რატომ დაუჯდა დედაქალაქის მერიას წლევანდელი განათება 3-ჯერ უფრო მეტი, ეს ის კითხვებია, რაზეც ხაბეიშვილის თქმით, გამოძიებამ პასუხები უნდა გასცეს.

"შეტანილი სარჩელით ვითხოვთ, რომ პროკურატურამ გამოარკვიოს მიზნობრიობა, რატომ დაიხარჯა 3 მილიონი და რატომ მაინცდამაინც ეს კომპანია. კახი კალაძის განცხადებას, რომელმაც ფაქტობრივად გადააბრალა დავით ნარმანიას, რომ თითქოს ნარმანიამ მოიძია. უხერხულია, რომ კალაძე პირად კონტაქტებს აბრალებდეს დავით ნარმანიას, რომელმაც შეიძლება მილანი რუკაზე ვერ იპოვოს", - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე