კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ფეხბურთში ე.წ. ჩაწყობილი თამაშების პრობლემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოება გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოს.
კითხვაზე, რა იცის სპორტის მომავალმა მინისტრმა მსაჯის, ილო ტუღუშის გარდაცვალებაზე და ზოგადად, რა პოზიცია აქვს მას ჩაწყობილ თამაშებზე, გიორგაძემ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას გეგმავს.
ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ, ბუნებრივია, გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ. ზოგადად, საქართველო არის სპორტში მანიპულაციების წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენციის წევრი ქვეყანა და ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, როგორც პრევენციის ნაწილში, ისე შესაძლო გადაცდომების გამოვლენის ნაწილში“, - განაცხადა გიორგაძემ.